Auto Formula 1

სრული დაზღვევა
დაზღვევა აუქციონის ფოტოებიდან ჩაბარებამდე.
სწრაფი ტრანსპორტირება
ტრანსპორტირება 50-60 დღეში

რატომ Auto Formula 1

პროფესიონალური მიდგომა

ყოველი ნაბიჯი ეფუძნება გამოცდილებას, დეტალურ ანალიზს და სწორ გადაწყვეტილებებს — ზედმეტი რისკების გარეშე.

მაქსიმალური მხარდაჭერა

ვიქნებით შენთან პროცესის ყველა ეტაპზე — შერჩევიდან ჩამოყვანამდე, კითხვებზე სწრაფი და კონკრეტული პასუხებით.

გამჭვირვალე პროცესი

ხარჯები, ეტაპები და სტატუსი ყოველთვის გასაგებია — წინასწარ შეთანხმებული პირობებით და მკაფიო კომუნიკაციით.

შედეგზე ორიენტირებული შერჩევა

ჩვენთვის მთავარი მიზანია სწორად შერჩეული ავტომობილი — ისეთი, რომელიც რეალურად ამართლებს ფასს და მოლოდინს.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები

ხშირად დასმული კითხვები

რა დრო სჭირდება ავტომობილის ტრანსპორტირებას?

ავტომობილის ტრანსპორტირებას საშუალოდ 50-60 დღე სჭირდება.
ეს მოიცავს აუქციონზე შეძენას, დოკუმენტაციის მომზადებას და ტრანსპორტირებას.

რა ღირს ტრანსპორტირება?

ღირებულება დამოკიდებულია კონკრეტულ ქალაქზე და შტატზე თუ სად იმოფება ავტომობილი, ტრანსპორტირება საშუალოდ 2000$ უნდა ვიანგარიშოთ.

ღირებულებაში შედის >
🇺🇸 ამერიკაში შიდა სახმელეთო და ზღვით ტრანსპორტირება სრული დაზღვევით
⚓ საპორტო/სატერმინალო გადასახადი
🧾 გეზ-ის მოსაკრებლები
💱 ვალუტის კონვერტაციის ხარჯი
💸 თანხის უსაფრთხო, დაზღვევით გადარიცხვა
📄 ავტომობილის საბუთების გამოგზავნის ღირებულება
🤝 ჩვენი მომსახურება

როგორ ხდება ავტომობილის შეძენა?

პროცესი სრულად კონტროლირებული და მარტივია: 🔎 ინდივიდუალურად ვარჩევთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ავტომობილს 🏁 გამოცდილი გუნდი მართავს აუქციონს თქვენი წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის დაცვით 🚢 შეძენის შემდეგ ვუზრუნველყოფთ სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას

როგორ ხდება დაზღვევა?

ავტომობილი სრულად არის დაზღვეული ამერიკის აუქციონიდან თქვენი სახლის კარამდე.
ეს მოიცავს ვიზუალურ დაზღვევას აუქციონის ფოტოებიდან საბოლოო მიწოდებამდე და ხორციელდება უფრანჩიზოდ, რაც მომხმარებლისთვის გამორიცხავს დამატებით ხარჯებს ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში.

დაზღვევის ტიპები

არსებობს დაზღვევის ორი ძირითადი ტიპი:

1️⃣ დაზღვევა აუქციონის ფოტოებიდან
ეს არის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. დაზღვევა იწყება იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ავტომობილი ჩანს აუქციონის ფოტოებზე.
თუ ავტომობილი ჩამოვა განსხვავებული მდგომარეობით ან დამატებითი დაზიანებით, დაზღვევა ზიანს სრულად ანაზღაურებს.

2️⃣ დაზღვევა პორტიდან
ამ შემთხვევაში დაზღვევა იწყება მხოლოდ პორტში გადაღებული ფოტოებიდან.
თუ ავტომობილი აუქციონზე შეძენისას იყო დაუზიანებელი, მაგრამ შიდა ტრანსპორტირებისას ან გადატვირთვის დროს დაზიანდა და პორტში უკვე დაზიანებული მივიდა, დაზღვევა ამ ზიანს ვეღარ ანაზღაურებს, რადგან დაზღვევა იწყება უკვე არსებული მდგომარეობიდან.

რა არის ფრანჩიზა?

ფრანჩიზა ნიშნავს არანაზღაურებად მინიმუმს.
მაგალითად, თუ ავტომობილი დაზღვეულია 200$ ფრანჩიზით და დაზიანების ღირებულება შეადგენს 100$, რადგან ზიანი ფრანჩიზის ოდენობაზე ნაკლებია, დაზღვევა ამ შემთხვევაში არ ანაზღაურებს.

ჩვენს შემთხვევაში ფრანჩიზა არის ნულოვანი — რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაზიანება ანაზღაურდება სრულად, ორიგინალი ნაწილის ღირებულების მიხედვით, მომხმარებლისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე.

რატომ ჯობია ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანა საქართველოში ნაყიდს?

ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომობილი ხშირად უფრო ხელმისაწვდომია და რაც მთავარია — აქვს სრული, გამჭვირვალე და სანდო ისტორია.
აშშ-ში ავტომობილის ყველა სერვისი, დაზიანება, აუქციონის აღწერა და შეკეთება ოფიციალურად ფიქსირდება ერთიან ბაზებში, რაც გაძლევთ ზუსტ სურათს მანქანის რეალური მდგომარეობის შესახებ.
საქართველოში კი ხშირია შემთხვევა, როცა ავტომობილი არაერთხელ არის დაზიანებული ან გადაღებილი, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ ჩანაწერებში არ იძებნება, რაც ზრდის რისკებს და ართულებს რეალური მდგომარეობის შეფასებას.

რატომ არის მანქანის ისტორია და მდგომარეობა ასეთი მნიშვნელოვანი?

ავტომობილის ისტორია და სტრუქტურული მდგომარეობა არის ის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს მის უსაფრთხოებას, გამძლეობას და მართვის კომფორტს.
CARFAX ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, ჰქონდა თუ არა ავტომობილს სტრუქტურული დაზიანება, რამდენად სერიოზული იყო ის და როგორ განხორციელდა მისი აღდგენა. საქართველოში მსგავსი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ იკვეთება ან მიზანმიმართულად არის დამალული, რაც მყიდველს გაუთვალისწინებელ რისკებს უქმნის.

სანდო ისტორიის მქონე ამერიკული ავტომობილი გრძელვადიანად მეტი ხარისხი, ნაკლები პრობლემა და უფრო სწორი ინვესტიციაა...

დაგვიკავშირდი და მიიღე უფასო კონსულტაცია!

ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან იპოვო იდეალური მანქანა თქვენი ბიუჯეტისთვის!

დაგვიკავშირდით

+995 32 2 887 656 (24/7)

E-mail:

info@autoformula1.ge

მისამართი

თბილისი, უშანგი ჩხეიძის #10